კახა კახიშვილი: მიმაჩნია, რომ პულსზე ხელი უნდა მედოს
06-08-2015, 06:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი კახა კახიშვილი არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციის პირობას დებს. როგორც კახიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ურჩევნია, სამოქალაქო სექტორისგან ნებისმიერი სახის ინფორმაცია პირადად მიიღოს.


"შევეცადეთ, შეხვედრაზე განგვეხილა ყველა პრობლება, რომელიც სისტემაში არსებობს. ასევე დავსახეთ პრიორიტეტები, როგორ ვაპირებთ თანამშრომლობას. ჩემი აზრით, სამოქალაქო სექტორთან პირადი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მუდმივად ისედაც გვქონდა კონტაქტი ტელეფონით, იგივე კონფერენციების ფარგლებში ვხვდებოდით ერთმანეთს და შეხედულებების გაცვლა-გაზიარების საშუალება არსებობდა, მაგრამ გაცილებით კარგია ასეთი დახურული შეხვედრები, სადაც შეგვიძლია კონკრეტული საკითხები განვიხილოთ, დავსახოთ პრიორიტეტები და ა.შ. მიმაჩნია, რომ პულსზე ხელი უნდა მედოს. აქედან გამომდინარე, მირჩევნია, რომ გაფუჭებული ტელეფონით მუშაობას პირდაპირ მივიღო ინფორმაციები და პირდაპირვე დავსახო ერთობლივი თანამშრომლობის გეგმა", - განაცხადა კახიშვილმა.


რაც შეეხება ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნის თაობაზე არასამთავრობოების მოთხოვნას, მინისტრის თქმით, სამინისტრო ღიაა, თუმცა ინიციატივის დამუშავებისას შესაბამისი კრიტერიუმების ჩამოყალიბებაა საჭირო.


"ალბათ დამეთანხმებით, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კრიტერიუმები. დამიჯერეთ, ხვალ რომ ვთქვა, საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმი იქმნება-თქო, ნახავთ, რომ ის ორგანიზაციებიც კი გამოვლენ და იტყვიან, რომ მონიტორინგის პროცესში ჩართვა სურთ, რომლებმაც საერთოდ არ იციან ესა თუ ის ციხე სად არის, ამიტომ კრიტერიუმები უნდა იყოს შემუშავებული. უნდა განისაზღვროს რისთვის შედიხარ, რა უნდა გააკეთო. სად უნდა გაავრცელო ინფორმაცია, რადგან საქმე ეხება სენსიტიურ თემას. აღნიშნულიდან გამომდინარე, როცა კრიტერიუმებს დავადგენთ იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც დაწესებულებებში შესვლის საშუალება ექნებათ, როდესაც თავად ორგანიზაციის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ თავისი წარმომადგენლების უნარ-ჩვევების ამაღლებას, რადგან დახურულ დაწესებულებაში მუშაობა საჭიროებს სპეციალურ სპეციფიკას, რა თქმა უნდა, სამინისტრო ღია იქნება. ასე რომ, ერთი მხრივ, ჩვენ გამჭვირვალე და ეფექტური სისტემის შექმნაზე ვმუშაობთ, მაგრამ ამავდროულად უნცა დავიცვათ უსაფრთხოების სტანდარტები, რადგან საკითხი ეხება დახურულ დაწესებულებებს, სადაც ადამიანები სასამართლოს გადაწყვეტილებით შედიან", - აღნიშნა კახიშვილმა და დასძინა, რომ ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის პრობლემა არც აქამდე ყოფილა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი