ორბელიანის მოედანი თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალა-კონცერტით გაიხსნება
03-06-2019, 15:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ორბელიანის ახლადრეაბილიტირებული მოედანი დღეს, 20:00 საათზე თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალა-კონცერტით გაიხსნება. ღონისძიებას დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

 


გალა-კონცერტზე 20 ნომერი შესრულდება და სულ საათნახევარი გასტანს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ნანი ბრეგვაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, ნინო ქათამაძე, ლიზა ბაგრატიონი, აჩიკო ნიჟარაძე, ნატო მეტონიძე, „ცისფერი ტრიო“, სოფო ბათილაშვილი და სტეფანე.

 


ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში 2 წელი დასჭირდა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა 20 შენობა, მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ფხოვის და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რეაბილიტირდა ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული, ორი ძეგლის სტატუსის მქონე რეკრეაციული ზონა - 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერები და კეთილმოეწყო შვიდი ქუჩა.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი