პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, იგი შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარედ, ხოლო საკნონმდელო ორგანოს მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნოს.
„ეს გამორიცხულია, ამ თემის განხილვა არ მიმდინარეობს. მოქმედი თავმჯდომარე თავის მოვალეობას მშვენივრად ასრულებს. გადანაწილებას არ ველოდები და ამ კითხვის დასმისას მთავარი თემა ისაა, რა გზავნილს ვაძლევთ ამით საზოგადოებას – არის თუ არა, მმართველი გუნდი მონოლითური და დამოუკიდებელი თავის არჩევანში, თუ მართლაც როგორც ინფორმაციას ავრცელებენ, ერთი კაცის იდეაზეა დამყარებული. გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამჭვირვალე და ზედმეტად დემოკრატიულად ხდება. ამ თემაზე საუბარი მიმართულია საზოგადოების არასწორი ორიენტირებისკენ“, ამბობს გიორგი ვოლსკი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.