ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან, გია ბენდიანიშვილთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
სოფელ ჭიორაში მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა და შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება;
სოფელ ჭიორაში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მიმდინარეობს სარიტუალო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
სოფელ ჭიორაში, მდინარე რიონზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
სოფელ ღებში სანიღვრე არხების მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. მეწარმეს მიეცა შენიშვნა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის ხარისხთან დაკავშირებით;
სოფელ ჯინჭვისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მდინარე გომრულაზე კალაპოტის ფორმირება;
ონის მუნიციპალიტეტის მერი გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას და მოისმინა მათი აზრი მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით.
ემზარ საბანაძე დაპირებისამებრ აგრძელებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრურტურული პროექტების მონიტორინგს.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.