„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ავსტრიის ელჩის განცხადებას აფასებს.
„სადამდე უნდა მიიყვანო ვითარება, რომ ელჩმა თავს უფლება მისცეს, რომ ასეთი განცხადება გააკეთოს, რაც არ არის დიპლომატიური სტანდარტებით ჩვეულებრივი ამბავი, ნამდვილად. ეს არის ამაში აღსანიშნავი, თუმცა, სამწუხაროდ, ქართული საზოგადოებისთვის ამაში უცხო არაფერია.
ეს არის ძირი ერთ-ერთი იმ პრობლემის, რასაც ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემა ჰქვია, რომელიც თუ არ გამოვცვალეთ და უნდა გამოვცვალოთ არჩევნების გზით აუცილებლად, ქვეყანა წინ ვერ წავა და გააგრძელებს ვარდნას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობისკენ", აცხადებს გიგა ბოკერია.
ავსტრიის ელჩის, არად ბენკოს განცხადებით, „ჩვენ მუდმივად გვიწევს საქართველოში იმ პრობლემასთან შეჭიდება, რასაც გადაწყვეტილების მიუღებლობა და გადაწყვეტილების მიმღები ადამიანის ნაკლებობა ჰქვია".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.