"პირობას გაძლევთ, ხუდონჰესთან დაკავშირებით მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული როგორც მოსახლეობის, ისე ჩვენი ქვეყნის და ინვესტორის ინტერესები", – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, ხაიშის მოსახლეობას სამინისტრომ შესთავაზა 10-15 კაციანი ჯგუფის შექმნა, რომელთანაც შეხვედრის და საკითხის განხილვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ.
"ეს ხდებოდა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობისას და მოსახლეობასთან შეხვედრის სურვილი მანაც გამოთქვა, თუმცა, როდესაც შეხვედრა მზადდებოდა, მოსახლეობამ უარი განაცხადა. უახლოეს მომავალში მე ვაპირებ ხაიშში ჩასვლას მოსახლეობასთან შესახვედრად", – განაცხადა კალაძემ.
მინისტრის თქმით, მთავრობას კარგად ესმის საკითხის სირთულე და სენსიტიურობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.