ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან ერთად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები მოინახულა:
1.სოფელ წოლაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში - წყალსადენის და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შემსრულებელი ი.მ „მანუჩარ ბურდილაძე“.
2. სოფელ ნაკიეთში - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასრულდა ნაკიეთიდან ტყის მასივისკენ მიმავალი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. შემსრულებელი ი.მ „დავით კახეთელიძე“.
3. სოფელ ჭალაში- „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში- დასრულდა „ცხომის“ ტაძრამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და თავშეყრის ადგილის მოწყობა. შემსრულებელი ი.მ „ზურაბ ჩიკვილაძე“.

4.სოფელ შეუბანში-„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში - დასრულდა შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. შემსრულებელი ი.მ „ავთნდილ ჩიკვილაძე“.
ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.