ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სოფელ ფოკაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, მოსახლეობას წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე მიულოცა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სოფელ ფოკაში და ფარავნის ტბაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროეტები გააცნო.
ვიცე-პრემიერის თქმით, დაგეგმილია უშუალოდ ფოკას დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურულად გაჯანსაღება. მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია და მომდევნო კვირას უკვე სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება.
„ეს პროექტი გულისხმობს ფოკას დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, პარკინგების, საინფორმაციო ცენტრის, ვიზიტორთა ცენტრის, შესაბამისად სუვენირების მაღაზიის და ტურისტებისთვის შესაბამისი პროდუქციის შესაძენად. ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნით ფოკას მონასტერი არა მხოლოდ მომლოცველებისთვის იქნება ძვირფასი და მნიშვნელოვანი სივრცე, არამედ ტურისტებისთვისაც, რომლებიც ისედაც მრავლად სტუმრობენ ამ მხარეს. გარდა ამისა, უშუალოდ ფარავნის ტბასთან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, მთავრობის გადაწყვეტილებით, აბულის და საღამოს ტბასთან ერთად, შეყვანილი იქნა დაცული ტერიტორიების ნუსხაში, განვითარდება შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა. პროექტით გათვალისწინებულია, როგორც სანათლავის მოწყობა, რომელსაც რელიგიური და პილიგრიმული ტურიზმის დანიშნულებაც ექნება, ასევე იქნება მოწყობილი პარკინგის სივრცე, ბილიკები, დასასვენებელი სივრცე, იმისთვის რომ ტურისტებმაც დაისვენონ, ხოლო ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს ტბა აითვისოს როგორც ტურისტული, ისე დასვენების პერსპექტივით,“-.განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 70 მილიონი ლარის 19 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელთაგან 15 პროექტი წელს დასრულდება. მათ შორის, აქტიურად მიმდინარეობს წალკის გზის 6 კმ-იანი მონაკვეთისა და ნინოწმინდა სომხეთის საზღვრამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. მინისტრის განმარტებით, უპრეცენდენტო მასშტაბის საგზაო სამუშაოების შედეგად მიღებული ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და უცხოელ ტურისტებს, რომ უფრო სწრაფად მოინახულონ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.