საკონკურსო კომისიამ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად პრემიერ მინისტრს ორი კანდიდატი წარუდგინა
04-06-2019, 10:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ საქართველოს პრემიერ მინისტრს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად ორი კანდიდატი - ვალერი ლომუაშვილი და ლონდა თოლორაია წარუდგინა.

 

 

სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი 2019 წლის 17 მაისს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე (http://www.hr.gov.ge/) გამოცხადდა. კონკურსის გამოცხადების შესახებ, ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ.

 

 

კონკურსანტებს განაცხადების წარსადგენად 10 დღე განესაზღვრათ. კონკურსში, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა,

განაცხადი 48-მა პირმა გააკეთა.

 

 

სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების თანახმად, კონკურსის პირველი ეტაპი იყო კონკურსანტების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა, ხოლო მეორე - კონკურსანტებთან გასაუბრება.

 

 

კონკურსის პირველ ეტაპზე შემოწმდა კანდიდატების შესაბამისობა ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან. „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს 48 კანდიდატიდან მხოლოდ 7 აკმაყოფილებდა. შესაბამისად, ისინი სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ 1-ელ ივნისს კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე დაიბარა.

 

 

1-ელ ივნისს, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ სახალხო დამცველის მოადგილე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და სამსახურებრივ მივლინებაში მყოფი პარლამენტის ერთი წევრი. ვინაიდან გასაუბრებას ესწრებოდა კომისიის წევრთა უმრავლესობა, გასაუბრება შედგა.

 

 

მეორე ეტაპზე გადასული 7 კანდიდატიდან, გასაუბრებაზე 5 გამოცხადდა. კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისთვის შერჩეული ორი კანდიდატი წარედგინა.

 

 

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების შერჩევის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია 23 აპრილს შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, შედიოდნენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატურები სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს უკვე წარუდგინა.

 

 

ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი