კლიენტს და „თიბისი ბანკის“ ოპერატორს შორის დაწყებული შელაპარაკება, კლიენტის ცემით დასრულდა. დაზარალებული ცემაში ბანკის დაცვის თანამშრომელს ადანაშაულებს. მამაკაცის მტკიცებით, მას ე.წ. კასტეტი ჩაარტყეს სახეში, რის შედეგადაც მრავლობითი დაზიანება მიიღო.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მამაკაცს ამ დროისთვის ალადაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. პაციენტს სახის ძვლები აქვს დამტვრეული და შესაძლოა ოპერაციაც დასჭირდეს.
„მსუბუქი შელაპარაკება მოუვიდა ერთ-ერთ ოპერატორთან, ამ დროს შემოვიდა დაცვა, რომელმაც ძალით გაიყვანა „თიბისი ბანკიდან“, შემდეგ მიაყენა ძლიერი დარტყმა. როგორც ჩანს ხელით არა, რადგან იმდენად ძლიერი მტვრევადობა აქვს, რომ ეს ხელით არ იყო. ხელზე როგორც ჩანს მძიმე ნივთი ეკეთა. სახის ძვლები აქვს მოტეხილი“, განაცხადა დაზარალებულის მეუღლემ, თამუნა ხელაძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.
„თიბისი ბანკში“ კი აცხადებენ, რომ მამაკაცი სწრაფი გადახდის აპარატზე გაბრაზდა და თავად მიაყენა ოპერატორს შეურაცხყოფა. მას კრედიტოფიცერი გამოესარჩლა და მამაკაცს სახეში ხელი გაარტყა.
„თიბისი ბანკში“ არ ადასტურებენ, რომ მამაკაცის წინააღმდეგ ე.წ. კასტეტი იქნა გამოყენებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.