სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში მკვლელობა მოხდა. მოკლული 36 წლის ბექა ჭაბაშვილია, მკვლელობის ბრალდებით კი, პოლიციამ მისივე მეგობარი უკვე დააკავა.
მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მეგობრები დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, უკან დაბრუნების დროს კი, მათ შორის ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გარდაცვლილს დაზიანებები, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს.
ბექა ჭაბაშვილი წნორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც ექიმი აცხადებს, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.