ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა ცაგერის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერეს, მათ შორის:
ზოგიში-ცაგერას გზა, სადაც მოეწყო გაბიონები და რთულ მონაკვეთებზე ბეტონის საფარი, მიმდინარეობს დახრეშვის სამუშაოები. პროექტის ღირებულებაა 33506,28 ლარი. სამუშაოებს ასრულებს ამხანაგობა „გზამშენი-21“;
ლაჯანის სანიაღვრე ბეტონის არხი,რომლის მოწყობის სამუშაოების ღირებულებაა 42777 ლარი. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს „გზასერვისი-XXI“;
სპორტული ტრენაჟორები სოფლებში - ალპანაში, ტვიშსა და ლაჯანაში. ტრენაჟორები ეწყობა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, საერთო ღირებულებაა 138527 ლარი, შემსრულებელია შ.პ.ს „ჯითი კაპიტალი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.