იუსტიციის საბჭოში მიმდინარე მოვლენებს იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. თეა წულუკიანის განცხადებით, ინფორმაცია, რომ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს აქვს სურვილი, გადაინაცვლოს უზენაეს სასამართლოში, მედიით შეიტყო.
„ის, რომ ბატონ შალვას აქვს ინტერესი, რომ უზენაეს სასამართლოში იყოს მოსამართლე, არ დაგიმალავთ, რომ მისი ამ ინტერესის შესახებ გამიხარდა კიდეც, მაგრამ დაველოდოთ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რადგან წინ მას უწევს კონკურსი.
რაც შეეხება გენპროკურორობიდან მის შესაძლო წასვლას, რა თქმა უნდა, ეს პროკურატურისთვის დანაკლისი იქნება. ვფიქრობ, რომ ბატონი შალვა შესანიშნავი გენპროკურორია, პოლიტიკურად ნეიტრალური, მან ეს საქმეში აჩვენა და ამ მხრივ, ვფიქრობ, მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ იქნება", უთხრა ჟურნალისტებს წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.