წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა უკრაინის დელეგაცია მიიღო.
აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონიდან არასამათავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო და გენდერული საბჭოების წარმომადგენლების ჩამოსვლის მიზანი, დევნილებთან მუშაობის (განსაკუთრებით ადგილობრივი ხელისუფლებისა და დევნილთა ერთობლივი პლატფორმების კუთხით) და გაეროს 1325 რეზოლუციის ფარგლებში გამოცდილების გაზიარებაა.
წყალტუბოს მერმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა დაინტერესებისთვის. გრიგოლ იოსელიანმა ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალურ პაკეტებზე, დევნილების ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციაზე და წყალტუბოში დევნილი ოაჯხებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა.
„წყალტუბოში 21 სანატორიუმია და აფაზეთის ომის შემდეგ დევნილები ამ სანატორიუმებში განათვსეს. 27 წელია აქ ერთად ვცხოვრობთ, ჩვენ ერთმანეთთან თანაცხოვრების არანაირი პრობლემა არ გვაქვს. აქ ოჯახები შეიქმნა, ნათელ-მირონები გავხდით, მეზობლები ვართ ერთი მუნიციპალიტეტის მოქალაქეები ვართ, წყალტუბოში დევნილი და ადგილობრივი ერთნაირად სარგებლობს ჩვენი ბიუჯეტით გათვალიწინებული სოციალური პაკეტით. ცენტრალურ მთავრობას კი, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სხვა დამატებით პროგრამები აქვს, შენდება კორპუსები, უკანონდებათ სახლები და მთავრობა ახალ-ახალი ინიციატივებით გამოდის დევნილთა საცხოვრებელი პირობების დასაკმაყოფილებლად“, აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა.
უკრაინელ სტუმრებს შეკითხვები ჰქონდათ როგორც წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე დევნილთა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ზაზა ჩაჩავასთან და გია სილაგაძესთან.
წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა ლუგანსკის და დონეცკის ოლქის წარმოამდგენლებს პატივისცემის ნიშნად, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შეხვედრას ესწრებოდნენ წყალტუბოს მერის მოადგილები ზურაბ მაისურაძე, ალექსანდრე დადუნაშვილი, საკრებულოს წევრი ბადრი პაპავა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი, გენდერული საბჭოს წევრები, მერიის სამსახურების უფროსები.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო იძულებით გადაადგილებულ პირ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ წყალტუბოს ფილიალის ხელმძღვანელი ლეილა აშორდია.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.