ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯისა და ხევსურეთის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
04-06-2019, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯისა და ხევსურეთის ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო ინფრასტრუქტურა ორივე ქუჩაზე ჯამში, 2 880 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

 

 

აღნიშნულ ქუჩებზე მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

 

 

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად გაეცნო.

 

 

„გზის რეაბილიტაცია კიდევ ორ ქუჩაზე დავასრულეთ. როგორც ხორნაბუჯის, ისე ხევსურეთის ქუჩის ნაწილზე ძალიან რთული მდგომარეობა იყო. ორივე ქუჩაზე კაპიტალურად შევაკეთეთ გზის საფარი და ახლა უკვე მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილდება“, განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

 

 

ხორნაბუჯისა და ხევსურეთის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 188 000 ლარი დახარჯა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი