სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
04-06-2019, 17:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მემორიალთან არსებული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.

 

 

სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 1 800 კვ.მ ფართობზე ბავშვთა გასართობი ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა მოეწყობა. ასევე, დაითესება ბალახი და განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგება კედელი, მოეწყობა დეკორატიული ღობე და განახლდება მემორიალი.

 

 

გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესთან და შალვა ოგბაიძესთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

„გლდანის რაიონს კიდევ ერთი ახალი და ლამაზი სკვერი შეემატება. სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩის მოსახლეობას დავპირდით, რომ არსებული სკვერის რეაბილიტაციას განვახორციელებდით და სამუშაოები დავიწყეთ. გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები არაერთ მისამართზე მიმდინარეობს და წლის განმავლობაში, კიდევ ბევრი ლამაზი სივრცე მოეწყობა“, განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

 

 

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩვენი ჯგუფი“ ახორციელებს. სკვერის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 129 921 ლარია გათვალისწინებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი