პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბოცვანის რესპუბლიკის საერთაშორისო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრი, იუნითი დოუ მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს და ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით, კავშირების გააქტიურების პერსპექტივები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. სტუმართა მხარე, ამ მიმართულებით, ქართული გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდა.
საუბარი, ასევე, შეეხო ეკოლოგიურ გარემოსა და მის მნიშვნელობას რეგიონული უსაფრთხოებისთვის.
ბოცვანის რესპუბლიკის საერთაშორისო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
იუნითი დოუს განცხადებით, სოფელ ხურვალეთთან მიმდებარე საოკუპაციო ხაზის მონახულება და იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრა მისი ოფიციალური ვიზიტის ერთერთი ყველაზე ინფორმატიული და მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
მხარეებმა როგორც ორმხრივ, ასევე, საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.