პარლამენტის თავმჯდომარე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ კალანდიას დაკავებას ეხმაურება.
„დღეს დადგინდა, რომ სასამართლო მაღალი სტანდარტით ხელმძღვანელობს და ამ მაღალი სტანდარტის პირობებში მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე იყო მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული პირის დაკავების თაობაზე. ყველაფერს კონკრეტული საფუძველი სჭირდება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის თქმითაც, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ მუშაობის დასრულების შემდეგ სამართალდამცავებს კონკრეტული რეკომენდაციები მისცა.
„ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს რეკომენდაცია მივეცით, რომ სათანადო გამოძიება ეწარმოებინათ შესაძლო პასუხისმგებლობის თაობაზე. ეს რეკომენდაცია კვლავაც ძალაშია. ასევე პასუხისმგებელი ვართ ზედამხედველობაზე და შეგვიძლია, ინფორმაცია დამატებით მოვიკითხოთ, თუ რა ეტაპზეა ამ საკითხის გამოძიება. ამის საფუძველზე შეიძლება გამოიკვეთოს პასუხისმგებლობა“, აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.