ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან შესაძლო წასვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და „თეორიულ მსჯელობაში“ შესვლას არ აპირებს.
„მესამე წელია პარლამენტის თავმჯდომარე ვარ. სამი წელი მივდივარ და ვერ წავედი. მდგომარეობა ასეთია და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. თეორიულ მსჯელობაში ვერ შევალ. დღეს მაქსიმალურად კონცენტრირებული იმ საქმეზე ვართ, რასაც ვაკეთებთ - ეს არის საპარლამენტო მუშაობა. მნიშვნელოვანი სესია გვაქვს, რომელიც ივნისში დასრულდება. შემდეგ ივლისში, სავარაუდოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვა მოგვიწევს“, განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.