კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა
05-06-2019, 13:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გამოჩენილი მხარდაჭერისა და ორგანიზებულობისთვის მოსახლეობას მადლობას უხდის.

 

 

დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მადლობა ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერის გარეშე გაჭირდებოდა.

 

 

„ჭავჭავაძის გამზირზე რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის განხორციელება დავიწყეთ. თავდაპირველად, ბევრი შიშობდა, რომ ამ პროექტის დაწყება და ქუჩების გადაკეტვა სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევდა. დიდი ვნებათაღელვა იყო, მაგრამ ხედავთ, როგორი მოწესრიგებულია გადაადგილება. მსურს, მადლობა გადავუხადო სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს, მამუკა მუმლაძეს ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი მარშრუტების შედგენისთვის. აქვე, არ შემიძლია, არ აღვნიშნო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩვენი თანამშრომლობა. მადლობას ვუხდი მინისტრს, გიორგი გახარიას, საპატრულო პოლიციას, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოძრაობა უპრობლემოდ იყოს შესაძლებელი“, განაცხადა კახა კალაძემ.

 


დედაქალაქის მერმა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო დადგენილი ალტერნატიული მარშრუტების ეფექტურობაზეც ისაუბრა და კომპანია „სისტრას“ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მარშრუტების გადახედვა და გათვალისწინება შესთავაზა.

 

 

„კომპანია „სისტრას“ იქნებ დაამუშავებინოთ ეს მარშრუტები, რადგან ცხადია, რომ ცენტრალური გამზირის გადაკეტვის პირობებში დადგენილი ალტერნატიული მარშრუტით მოძრაობა უპრობლემოდაა შესაძლებელი. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ალბათ მოგვიწევს ამის გადახედვა და გასათვალისწინებელი იქნება არსებული მდგომარეობაც. ფაქტი სახეზეა - ამ წრიულმა მარშრუტებმა საკმაოდ განტვირთა მოძრაობა. ყველა ფიქრობდა, რომ იქნებოდა დაუსრულებელი საცობები, მაგრამ მოსახლეობა მარტივად მოერგო ახალ სქემას და დღეს ვაკეში გადაადგილების პრობლემა არ არის. მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მოსახლეობას მადლობა გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ისინი ხედავენ, რამდენად მასშტაბური სამუშაო ხორციელდება და იციან, რამდენად კატასტროფული იყო გამზირის მიწისქვეშ არსებული მდგომარეობა, თუმცა ამ პროექტით ჩვენ ყველაფრის გამოსწორებას და მოწესრიგებას შევძლებთ“, აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

კახა კალაძემ მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დროებით ამოქმედებულ ავტობუსების მარშრუტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნომრის გარეშე, მოსახლეობას ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში მოემსახურება.

 

 

„ჩვენ გავითვალისწინეთ მოსახლეობის თხოვნა და დღეიდან, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში, მეტროსადგურ „დელისიდან“ ვაკის - აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩების გავლით, ავტობუსების დროებითი მარშრუტი ამოქმმედდა. ეს მარშრუტი ასევე ვერას, მთაწმინდასა და სოლოლაკს გაივლის და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებს. რადგანდროებითია და რეაბილიტაციის ვადით იმოძრავებენ, ამ ავტობუსებს ნომერი არ ექნებათ. იქნება 8-მეტრიანი ავტობუსი და მიკროავტობუსები. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოთმინებისთვის. ჩვენ გვაქვს ჟვანიას ქუჩის მაგალითი, სადაც რამდენიმე დღის წინ გზა ჩაინგრა. ეს გზა შვიდი-რვა წლის წინ იყო გაკეთებული, თუმცა ყველამ დავინახეთ, რამდენად პრობლემური აღმოჩნდა. შესაბამისად, ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პრობლემები თავიდან იქნეს აცილებული. ჩვენ მძიმე მდგომარეობა გვაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციების მიმართულებით - სანიაღვრე, წყალარინების სისტემა უმძიმეს მდგოამარეობაშია. ამიტომ, მასშტაბური საგზაო პროექტის განხორციელებას, პირველ რიგში, ამ პრობლემის მოგვარებით ვიწყებთ“, განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი