ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმა ლუკა კალანდია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს.
„თქვენ ახლა ხვდებით რა ხდება? ჩვენ ახლა ვხსნით ყველა კარტს", ამბობს ლუკა კალანდია.
მისი განცხადებით, მიხეილ კალანდიას ჩვენება მერაბ მორჩაძემ შეაცვლევინა. მისივე თქმით, მორჩაძე 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში ივანე ნაკაიძემ მიაგზავნა, რომელიც ერთ-ერთი დაკავებულის, უკვე მსჯავრდებულის გ.ჯ.-ს ბიძაა.
„ეს პიროვნება არის ერთ-ერთის დაკავებულის ბიძა, რომელიც საკმაოდ გავლენიანი ადამიანია და არ ვიცი, ალბათ, მათი ინტერესიცაა. იქიდან გამომდინარე, ვამბობ მე ამას, რომ მათ მოგვიგზავნეს, ვითომდა, ჩვენი ნათესავი ადამიანი სახლში იმ მიზნით, რომ მიხეილს შეეცვალა ჩვენება და ჩვეულებრივად განახორციელა ზეწოლა, რის შედეგადაც მიხეილმა მერე ჩვენება შეცვალა. მერაბ მორჩაძე მოვიდა და გვითხრა, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის ბავშვობის მეგობარი და ახლობელი იყო", განუცხადა ლუკა კალანდიამ „რუსთავი 2"-ს.
მისი თქმით, 3 დეკემბერს, როდესაც ის და მისი ძმა ხორავას ქუჩის საქმეზე მოწმის სტატუსით მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე მიიყვანეს, მათ ფიზკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მოიტანეს ჩვენებები და ხელს გვაწერინებდნენ იმ წინაპირობით, რომ თუ არ მოვაწერდით, შესაძლო იყო ჩემი არასრულწლოვანი და და დედა დაეჭირათ. ამ ყველაფერს ახლა იმიტომ ვამბობ, რომ ახლა დასაკარგი არაფერი გვაქვს. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ პირველ დღეებში, ყველას ემახსოვრება, ალბათ, როგორი არეულობა იყო ქვეყანაში ამ ამბავთან დაკავშირებით და სჭირდებოდათ მეტი დაკავებული ადამიანი. სწორედ ამ მიზეზით დააკავეს ის ჩვენი ორი მეგობარი, ზაქარია წინწკალაძე და გიორგი შაბულიშვილი, რომლებიც უდანაშაულოები არიან და არაფერი იცოდნენ. ეს იყო მიზეზი, რომ მათ სჭირდებოდათ, რაც შეიძლება მეტი დაკავებული, რომ საზოგადოებაში მღელვარება ჩაეწყნარებინათ. პოლიტიკურად რომ არ გაჟღერებულიყო, დაპირისპირება რომ არ ყოფილიყო ოპოზიცასა და მთავრობას შორის, სავარაუდოდ, ამიტომ, ყველაფერი ამიტომ ხდება, ახლაც ამიტომ ხდება. ვერავის ვერ მივცემ ჩემი ძმის დაჩაგვრის უფლებას ვინც არ უნდა იყოს, ეს მთავრობა იქნება, მაღალჩინოსანი, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა", განაცხადა ლუკა კალანდიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.