დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტის დაგების პროცესი მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის გენადი გულბათაშვილის, თქმით, პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ხოლო სამუშაოებს შპს ,,ზიმო" ასრულებს.
ინფორმაციას დუშეთის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.