ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული 12 ნეშტი იდენტიფიცირებულია. იდენტიფიცირებულ ნეშტებს დღეს "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან" სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, 18:00 საათიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 1992-93 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს სწავლობს. დღემდე, 10-მდე ასეთი შეხვედრა გაიმართა და სოხუმის ბაბუშერას და თბილისის დიღმის ძმათა სასაფლაოს ექსჰუმაცია გადაწყდა. 2014 წლის გაზაფხულზე არგენტინელი ექსპერტ- ანთროპოლოგების მონაწილეობით განხორციელდა ბაბუშერას სასაფლოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია.
იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. დნმ-პროფილები და დაღუპულთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისათვის ზაგრების ლაბორატორიაში გადაიგზავნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.