ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის ელჩს საქართველოში იუე ბინს შეხვდა
07-08-2015, 03:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, იუე ბინს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, აგრეთვე ჩინეთის მიერ საქართველოს მთავრობისთვის ტექნიკური თანამშროლობის კუთხით გაწეულ დახმარებებს.


მათივე განმარტებით, საუბრისას, მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა მეექვსე რაუნდის მნიშვნელობას, რომელიც 24-25 აგვისტოს თბილისში იმართება.


როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საქართველო მზადაა მაღალ დონეზე უმასპინძლოს ბანკის აღნიშნულ შეკრებას. ფორუმის ფარგლებში, ქართული მხარე წარადგენს სპეციალურ პრეზენტაციას ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.


ამასთან, აღინიშნა, რომ ბანკში გაწევრიანება საქართველოსთვის არის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მოიზიდოს დამატებითი შეღავათიანი ფინანსური რესურსები.


საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყანა მიმდინარე წლის 29 ივნისს, სხვა 56 ქვეყანასთან ერთად გახდა.


საქართველოს მხრიდან სადამფუძნებლო ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოაწერა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი