ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავ N55 მარშრუტზე ახალი, მწვანე „მანის“ მარკის ავტობუსები გავიდნენ. N55 მარშრუტი, N71-თან და N50-თან ერთად, მესამე მარშრუტი იქნება, რომელიც კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩას გაივლის.
კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრა 18, 32 და 47 ნომრებთან, ხოლო თავისუფლების მოედანზე „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედ.
აქამდე კოტე აფხაზის ქუჩას ავტობუსები არ ემსახურებოდნენ. გარეუბნებიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი სამივე მარშრუტის კოტე აფხაზის ქუჩაზე გატარება ძველი თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უბნის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
პირველი მწვანე ავტობუსები თბილისის ქუჩებში 13 მაისიდან N85 და N95 მარშრუტებზე გავიდნენ. თბილისის მერიამ სულ 90 ერთეული მწვანე „მანის“ მარკის ავტობუსი შეიძინა.
მათგან თბილისმა უკვე 50 ერთეული მიიღო. დარჩენილი 40 ავტობუსის შემოყვანა მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.