გიორგი გახარია ხდება ივანიშვილის რეჟიმის მთავარი ჟანდარმი, აცხადებს ,,კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის" დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, გენერალური პროკურორის პოსტი, შესაძლოა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დაიკავოს.
„გიორგი გახარია, რომელმაც ერთის მხრივ, კუთხეში მიაყენა სუს-ის უფროსი გომელაური და პოლიტიკური ნიშნით დაჩაგრა ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს უკვე ცდილობს პროკურატურაში გაიძლიეროს პოზიციები. გიორგი გახარია ხდება ივანიშვილის რეჟიმის მთავარი ჟანდარმი. ის არის ადამიანი, რომელიც აკონტროლებს სიტუაციას სუს-ში, ფინანსთა სამინისტროს შუა რგოლში ნიშნავს კადრებს, ასევე გავლენა აქვს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო ნაწილში, ეკონომიკის სამინისტროში და ცხადია, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. ფაქტობრივად, გახარიასგან კეთდება მონსტრი, რომელიც უნდა იქცეს ივანიშვილის რეჟიმის მთავარ ჟანდარმად", განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
რაც შეეხება გენერალური პროკურორის პოსტს, ის იმ შემთხვევაში გახდება ვაკანტური, თუ მოქმედი მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.