ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი ისევ დაამონტაჟეს
07-08-2015, 03:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერის დემონტაჟიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რუსული საჯარისო დანაყოფის ე.წ. მესაზღვრეებმა აღნიშნული ბანერი კვლავ ძველ ადგილას დააბრუნეს. ბანერის სიახლოვეს შეინიშნება შეიარაღებული პირების სიმრავლეც.


ამასთან, ხურვალეთის და წითელუბნის მიმართულებით არსებულ საგუშაგოებზე ქართველმა სამართალდამცველებმა დილიდან მედიის გადაადგილება კვლავ შეზღუდეს. როგორც შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი იაგო საური აცხადებს, შეზუდვა გარკვეული დროით უსაფრთხოების გამო დაწესდა.


როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.


"დეტალები ზუსტდება. უფრო მოგვიანებით გავავრცელებთ ჩვენ ოფიციალურ ინფორმაციას. ამ მომენტისთვის შემიძლია გითხრათ, რომ იქ ვითარება მშვიდია", - განაცხადა მღებრიშვილმა.


ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი რუსული საჯარისო დანაყოფის ე.წ. მესაზღვრეებმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაამონტაჟეს, თუმცა ქართველი ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა მისი დემონტაჟი მოახდინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი