გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, ამაღლების დღესასწაულთან ერთად, ,,თელეთობა" იზეიმეს.
ღონისძიებას, რომელიც ძირითადად სპორტული აქტივობებით იყო დატვირთული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში და ტურნირი ფეხბურთში. სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები სიგელებით, მედლებით, თასებითა და სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ, რომლის ორგანიზატორიც მერიის, განათლების, კულტურის, ახლაზრდობისა და სპორტის სამსახურია. ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებული ფალავანი ტრადიციულად ყოჩით დასაჩუქრდა.
დღესვე, რამაზ ბუდაღაშვილმა თელეთის ამაღლების სახელობის ტაძრის, სარესტავრაციო სამუშაოები მოინახულა და ტაძრის წინამძღვარს შეხვდა.
ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.