კახა კალაძე: „არასოდეს დანებდეთ, უნდა დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ თქვენ შეძლებთ და მერწმუნეთ, აუცილებლად იქნებით წარმატებულები“
06-06-2019, 21:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თქვენ ახალგაზრდები ხართ და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს ყველამ გაითვალისწინოთ: ყველას გექნებათ რთული მომენტები და არასოდეს დანებდეთ. პირველ რიგში უნდა დაამარცხოთ საკუთარი შინაგანი მე, უნდა დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ თქვენ შეძლებთ და მერწმუნეთ, რომ აუცილებლად იქნებით წარმატებულები“, - ამ სიტყვებით მიმართა დედაქალაქის მერმა ახალგაზრდული პროექტების წარდგენის ღონისძიებაზე მოწვეულ ახალგაზრდებს.

 


კახა კალაძემ ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.

 


მისი თქმით, დედაქალაქის მერიას აქვს სურვილი, რომ დაგეგმილი პროექტები ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით განხორციელდეს.

 


„ზოგადად თქვენი როლი ქვეყნის განვითარებაში, ქალაქის წინსვლაში, გალამაზებაში, გაჯანსაღებაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა დამატებით გაგვეკეთებინა, რომ თქვენი ჩართულობა უფრო მეტად ყოფილიყო შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე კვირაში წარმოადგენს ახალ კონცეფციას ახალგაზრდული მიმართულებით, რომლის განხორციელებაში დედაქალაქის მთავრობაც ჩაერთვება.

 


„დღეს, ჩვენთან ერთად იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მადლობა მას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ასევე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე. ყველას მადლობა მობრძანებისთვის. აქ უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრიც, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელსა და აშშ-ში იმყოფება. თუმცა რამდენიმე კვირაში მამუკა ბახტაძე გეგმავს, რომ ახალი კონცეფცია წარმოადგინოს ახალგაზრდული პროექტების შესახებ და შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენც, დედაქალაქის მთავრობაც, ამ მიმართულებით გადავერთვებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ხედვა, რომელიც წარმოდგენილი იქნება, ერთად განვახორციელოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


მისი თქმით, ყველა პროექტში, რომელსაც ახორციელებს და გეგმავს თბილისის მერია, ახალგაზრდები იქნებიან ჩართულნი.

 


„ჩვენს უკან არის რეაბილიტირებული ხიდი, რომლის რეაბილიტაცია დავასრულეთ გასულ წელს. ეს ხიდი აკავშირებს მაღლივს და ბაგებს. წელს, აქვე ახლოს ვიწყებთ საავტომობილო ხიდის მშენებლობას. ამ ყველაფერში - რასაც ვაკეთებთ და რაც გვაქვს დაგეგმილი, რომ თბილისი იყოს ყველაზე მაგარი, ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, ყველაზე კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი როლი იქნება განსაკუთრებული“, განაცხადა კახა კალაძემ.
დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდული მიმართულების პროექტები და პროგრამები თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარუდგინეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი