რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ლევან ცხვედიანმა ცაგერის მუნიციპალიტეტის პირველ მოადგილე გიორგი მახათაძესთან ერთად ქალაქ ცაგერში ახლად დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა.
დასრულების პროცესშია რუსთაველის ქუჩის ჩიხების და აღმაშენებლის ქუჩის ჩიხების ასფალტირების სამუშაოები. პროექტის ერთიანი სახელშეკრულებო ღირებულებაა 315790 ლარი. სამუშაოების შემსრულებელია შ.პ.ს ,,კრისტალი".
ადგილზე იმყოფებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, შ.პ.ს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" წარმომადგენლები და სამუშაოთა მწარმოებლები.
დეტალურად განიხილეს ჩატარებული სამუშაოების ხარისხი.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.