"მე არავის დათხოვნას არ ვაპირებ სამსახურიდან... თუკი ვინმე გასაშვები იყო, ამაზე ბატონმა ვახტანგმა იზრუნა და გაუშვა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.
"მინდა დავაზუსტო, რომ სამსახურიდან მე არავის დათხოვნას არ ვაპირებ, რამეთუ ჩემი წინამორბედი, ბატონი ვახტანგი ჩემი მეგობარია, ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ, ერთნაირად ვაფასებთ მოვლენებს და სიტუაციებს, ერთი ხედვა გვაქვს. თუკი ვინმე გასაშვები იყო, ამაზე ბატონმა ვახტანგმა იზრუნა და გაუშვა", - განაცხადა შს მინისტრმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვინაობა კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. "უახლოეს დღეებში გაიგებთ მის ვინაობას", - განაცხადა მღებრიშვილმა.
რაც შეეხება სხვა მოადგილეებს, შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ეს ადამიანები შეირჩნენ პროფესიონალიზმის მიხედვით.
"ჩემი მოადგილეების შერჩევის კრიტერიუმები არის ერთი, ეს არის პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება და ქვეყნის სიყვარული", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.