მამუკა ბახტაძემ აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო
07-06-2019, 11:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციები გააცნო საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინვესტორებს სან-ფრაცისკოში გამართულ შეხვედრაზე.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურს MizMaa Ventures-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა პარტნიორმა იიც ეფლბაუმმა უმასპინძლა.

 

 

შეხვედრაზე, რომელშიც აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ, პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და სტარტაპების განვითარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და ამ სფეროში წარმატებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა.

 

 

აშშ-ის უმსხვილესი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელების შეფასებით, საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ხელშესახებ შედეგებს ახლო მომავალში მიაღწიოს.

 

 

,,საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება ინვესტიციებისა და სამეწარმეო საქმიანობის, ასევე რაც ყველაზე მთავარია - ეკოსისტემის - შესახებ გამოცდილების გაზიარება ისეთი წარმატებული ადგილებიდან, როგორიცაა "სილიკონ ველი" და ისეთი მოწინავე ქვეყნებიდან, როგორიცაა მათ შორის ისრაელი, რომლებიც თავიანთი ტექნოლოგიური მიღწევებით უკვე დიდ სამომხმარებლო ბაზრებზე გადიან. საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს აღტაცებით ვუყურებ. ახალგაზრდა სახელმწიფოა, ძალიან ჭკვიანი ხალხით. საინჟინრო პროფილის მქონე 50 000 სტუდენტის ყოლა მნიშვნელოვანი განაცხადია. ქვეყანაში არსებობს ინოვაციების ფონდი და ამ სფეროს ცალკე სამინისტრო კურირებს. ამდენად, შესაძლებლობები დიდებულია და ძალიან სწრაფად დადგება ხელშესახები შედეგი", განაცხადა პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ MizMaa Ventures-ის დამფუძნებელმა იიც ეფლბაუმმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი