ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფელ ნიგვზნარაში ღონისძიება გაიმართა
07-06-2019, 12:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფელ ნიგვზნარაში მდგრადი განვითარების ფესტივალთან დაკავშირებით ონის საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურის და „ფონდ აფხაზინტერკონტი“-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა.

 


აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდა მასტერკლასი მეფუტკრეობაში, რომელსაც პროექტის ,,სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა რაჭაში" ფარგლებში გადამზადებული მეფუტკრე-ტრენერები ეკატერინე ციხისელი და გიორგი ბერუჩაშვილი უძღვებოდნენ, ასევე მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი თაფლის დეგუსტაცია და ხარისხობრივი შემოწმება. ახალგაზრდა მეფუტკრეები ონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი ბერუჩაშვილმა პროექტის ფარგლებში გამოცემული მეფუტკრეობის სახელმძღვანელოებით დაასაჩუქრა.

 


ასევე ადგილზე მოხდა სადემონსტრაციო ნაკვეთიდან მიღებული პირველადი და მეორადი პროდუქციის დაგემოვნება (კომპოტი, ჯემი, მურაბა).

 


სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის მოსწავლეების ღონისძიებაზე დასწრებას ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილე გუნდის ,,ფაზისი"-ს წევრებმა გაუწიეს ორგანიზება.

 


კენკროვანი კულტურის სადემონსტრაციო ნაკვეთზე იმყოფებოდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები, „სასოფლო–სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა რაჭაში“ ფარგლებში (კენკროვანი კულტურის მოვლა-გაშენება, მეფუტკრეობა) გადამზადებული და დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის და ტელევიზიის ჟურნალისტები.

 


სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის განხორციელების ერთ-ერთ პილოტ რეგიონად შერჩეულია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი.

 


პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

პროექტის მიზანია ფერმერთა უშუალო საჭიროებებზე მორგებული მიდგომა, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, რეგიონში ახალგაზრდების ჩართულობას სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების სფეროში, რაც გამოიწვევს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას და ამ სექტორის მდიდარი შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის.

 

 

ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი