„ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა გახდება უფრო მეტად პროაქტიული, რაც განპირობებულია ახალი ტენდენციებით,“ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.
✔️მინისტრის განცხადებით, „საქართველო თავისი საინვესტიციო გარემოთი იმდენად მიმზიდველია, რომ დღეს საინტერესოა არა მხოლოდ სტრატეგიული ინვესტორებისთვის, რომლებმაც ზუსტად იციან, რაში ჩადონ ფული, არამედ ფინანსური ინვესტორებისთვის, „ექვითი“ ფონდებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ თანხის განთავსება, აინტერესებთ და მოსწონთ საქართველოს საინვესტიციო გარემო და ჩვენგან მოელიან კონკრეტულ პაკეტებს, კონკრეტულ შეთავაზებებს.“
ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინვესტორებისთვის ასეთ შეთავაზებებს მოამზადებს არა მხოლოდ დარგობრივ, არამედ რეგიონალურ ჭრილშიც.
„ეს არის სწორედ დარგობრივი აქცენტის რეგიონალურისკენ გადატანა. ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს, რომ თანხა ჩადონ არა უბრალოდ საქართველოს კონკრეტულ დარგში, რაც თავისთავად მიმზიდველია, არამედ რეგიონებში, მაგალითად, ქუთაისში, რუსთავში, ამბროლაურში და სხვ. ჩვენ მათ დავუსაბუთებთ, რატომ უნდა ჰქონდეს რეგიონს თავისი კონკრეტული საინვესტიციო პორტფელი და საინვესტიციო პროექტების კონკრეტული პასპორტები. ამით გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ რეგიონალური თავისებურებები, არამედ ჩვენი მთავრობის რეგიონალური პოლიტიკა. ამით ჩვენ ასევე წვლილს შევიტანთ სიღარიბის დაძლევაში,“ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.