2004 წელს სააკაშვილის გაპრეზიდენტების და აჭარაში აბაშიძის ავტორიტარული რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ნაცმოძრაობის "რევოლუციურმა" ხელისუფლებამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით შეიმუშავა „ჰუმანიტარული შტურმის“ სტრატეგია, რომელმაც თითქმის აღდგენილი მეგობრული ურთიერთობა ოსებსა და ქართველებს შორის, დარტყმის ქვეშ დააყენა, დაიღვარა სისხლი და დაინგრა ძლივს აღდგენილი ურთიერთნდობა! სააკაშვილის ნაცრეჟიმმა უდიდესი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა (დანაშაულის ტოლფასი!), როდესაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ადმინისტრაციული ერთეული (ხელმძღვანელი, დ.სანაკოევი) შექმნა და "ააღორძინა" საბჭოთა ტერმინი ""სამხრეთ ოსეთი", სადაც ახალგორის რ–ნიც „შეიყვანა“, – რის უმძიმეს შედეგსაც დღეს ვიმკით!.. თანდათან, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ რუსეთთან წარმოებული პოლიტიკა სულ უფრო დაძაბულ ხასიათს იძენდა, რასაც რუსეთიც ადექვატურად პასუხობდა და 2006 წელს იგი ძალიან გამწვავდა. საქართველოს სპეცსამსახურების მიერ რუსი ჯაშუშების დაკავებას და საჯაროდ (სატელევიზიო ტრანსლირება!), ევროსაბჭოს პრეზიდენტისთვის მათ გადაცემას, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციით უპასუხა!.. ამასთანავე, რუსეთმა დააწესა ემბარგო ქართულ პროდუქციაზე და ჩაკეტა თავისი ბაზარი, რამაც უდიდესი ზარალი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას!.. ამას დაემატა, საერთაშორისო პოლიტიკურ პროცსებში საქართველოსთვის არასასურველი ტენდენციების განვითარება, მხედველობაში მაქვს, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მომხდარი გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომელიც „დაგვირგვინდა“, აშშ–სა და ევროკავშირის მიერ სერბეთის სახელმწიფოში შემავალი კოსოვოს ავტონომიური ოლქის „დამოუკიდებლობის აღიარებით“, 2008 წლის 17 თებერვალს!.. აშკარად შეიქმნა საშიშროება, რომ აშშ–სა და ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას რუსეთი მყისიერად უპასუხებდა (მეორე დღესვე, 18 თებერვალს!), საქართველოს შემადგენელი მხარეების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის აღიარებით“!.. მაგრამ, ჩვენდა საიმედოდ რუსეთმა ეს „აღიარებები“ უმალ არ მოახდინა, თითქოს ეძებდა საბაბს თუ მიზეზს, – ან კიდევ, საქართველოს მხრიდან გარკვეულ წინადადებებს შექმნილ ახალ ვითარებასთან დაკავშირებით, – რაც სააკაშვილის მიერ არ იქნა გამოყენებული!.. იმავე წელს, 2008 წლის 8 აგვისტომდე, გაიმართა სააკაშვილის შეხვედრები პუტინთან და გაპრეზიდენტებულ მედვედევთან მოსკოვსა და პეტერბურგში, მაგრამ, როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვაჩვენა, აბსოლუტურად უშედეგოდ, მეტიც, სააკაშვილმა "მოახერხა" და უფრო დაძაბა ურთიერთობა რუსეთის პირველ პირებთან!.. დიახ, 2008 წლის აპრილში, ბუქარესტში გამართულ ნატო–ს სამიტზე, საფრანგეთმა და გერმანიამ („ძველი ევროპის“ სხვა სახელმწიფოებმაც) დაბლოკეს საქართველოსთვის მაპ–ის მიცემა. სამმიტის რეზოლუციაში ჩაწერილმა წინადადებამ კი, იმის თაობაზე, რომ საქართველო მომავალში, "ოდესღაც" გახდება ნატო–ს წევრი, როგორც შემდეგ გამოჩნდა, რუსეთის ხელმძღვანელების „მოთმინების ფიალა“ საბოლოოდ აავსო!.. იმის ნაცვლად, რომ რუსების და ოსების მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე შესაბამისი პრევენციული ზომები განეხორციელებინა საქართველოს ხელისუფლებას, რის შესახებაც გამუდმებით აფრთხილებდნენ სააკაშვილს დასავლეთის მეგობარი სახელმწიფოების პირველი პირები, – სააკაშვილმა და მისი უახლოესმა პოლიტიკურმა (არამარტო!) გარემოცვამ ავანტიურაზე წამოაგო მთელი ქვეყანა 2008 წლის 8 აგვისტოს, – ჩაერთო რა, რუსეთთან ფართომაშტაბიან საომარ მოქმედებებში, რომელიც საქართველოს სრული მარცხით დასრულდა!.. რის შედეგადაც, 2008 წლის 26 ავისტოს რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა აღიარა“! ასე „გადაუხადა“ რუსეთმა სამაგიერო დასავლეთს, უშუალოდ კოსოვოს "პრეცენდენტისთვის", ხოლო სააკაშვილს და მის ნაცრეჟიმს, იმ უგუნური და გაუაზრებელი პოლიტიკისთვის, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ რუსეთთან მიმართებაში! მოკლედ, საქართველოში ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლამდე არსებული პოლიტიკური მდგომარეობა კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში, – როდესაც რუსეთი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ რეზოლუციებში აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც პერსპექტივას გვაძლევდა ქვეყნის გასამთლიანებლად – სააკაშვილის მიერ ავანტიურისტული და ვოლუნტარისტული სტრატეგიის განხორციელების შედეგად დაკარგული იქნა და ისედაც სათუოდ ქცეული საქართველოს გამთლიანება, – საეჭვოდ და საოცნებოდ გადაიქცა!!!...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.