ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეა არ აფრთხობს ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილე ინვესტორს? - აღნიშნული შეკითხვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიმართა.
სამადაშვილის შეკითხვის პასუხად მინისტრმა განაცხადა:
„ანაკლიის პროცესს ვერაფერი დააზიანებს იმიტომ, რომ ანაკლიას უდგას გვერდით სახელმწიფო. თუნდაც ის დოკუმენტი, რომელიც არ იყო და არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას, იყო გადახედილი და გაუქმებული ჩემს მიერ, მართალია ტექნიკური ხარვეზის გამო, მაგრამ მყისიერად".
სამადაშვილმა თურნავას სიტყვა გააწყვეტინა და აღნიშნა, რომ მსგავსი განმარტება მინისტრისგან უკვე მოისმინა და კონკრეტული პასუხი სჭირდება.
,,აქ გონებაჩლუნგი არავინ არ არის, არ გვჭირდება მეორეჯერ მოსმენა, რაც უკვე თქვით. ჩემს შეკითხვას გაეცით პასუხი - კი ან არა. მე აქ სულელური პრეზენტაციის მოსასმენად არ მოვსულვარ", მიმართა ნათია თურნავას სალომე სამადაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.