ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ივანიაძემ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან, სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“-ს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ მუქედში, 2008 წლის აგვისტოს ომში, შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მიხეილ დვალიშვილის სახელობის ქუჩა გახსნეს. მოგვიანებით, მუნიციპალიტეტის მერმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკო გმირის საფლავი.
2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ქართველმა ჯარისკაცებმა არნახული ვაჟკაცობა გამოიჩინეს, სიცოცხლის ბოლომდე მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს და გმირულად დაიღუპნენ. ამ ბრძოლაში სმშობლოს თავი შესწირა ახალგაზრდა პოეტმა მიხეილ დვალიშვილმა. მიხეილ დავალიშვილი 1986 წლის 7 ივნისს დაიბადა ვანის რაიონის სოფელ მუქედში. 2001წელს ჩაირიცხა ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში რომლის სრული კურსი 2003 წელს დაასრულა.იმავე წელს ჩაირისხა ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. 2005 წლის მაისში გაწვეულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 2008წელს დაასრულა იურიდიული ფაკულტეტი, პარალელურად მსახურობდა სენაკის მე-2 ბრიგადის საინჟინრო ბატალიონში. 22 წლის მიხეილ დვალიშვილის პოეტური კრებული ორჯერ გამოიცა.
ინფორმაციას ვანის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.