თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის შეფასებები, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კომიტეტის წევრების ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დღეიდან იწყება.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, კომიტეტის ვიზიტის ფარგლებში საქართველოში გატარებული რეფორმები შეფასდება.
"შეაფასებენ ჩვენს მიერ გატარებულ რეფორმებს, თუ როგორ ვითარდება შეიარაღებული ძალები, რამდენად არის ეს სტრატეგია შემუშავებული ნატო-ს წევრი ქვეყნების მოდელებთან მიმართებაში"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისი თქმით, ალიანსი საქართველოს მომავალ წევრად აღიქვამს და მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომიტეტის ვიზიტი ნატო-ს სამიტის წელს დაემთხვა.
"ეს ნიშნავს იმას, რომ ალიანსს სურს ძალიან სწორი გზავნილი მისცეს ყველას, ჩვენს მომხრესა და მოწინააღმდეგეს, რომ ნატო-სთან ჩვენს ურთიერთობებს განსაზღვრავს საქართველო და ნატო" - განაცხადა ალასანიამ.
ალიანსის სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები თბილისში დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდებიან. ხვალ კი, დაგეგმილია სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან.
ხვალვე, სასტუმროში "რადისონ ბლუ ივერია" 28+1 ფორმატში სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება. სესიაზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილისა და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.