წყალტუბოს სამხატვრო სკოლაში კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. წარმოდგენილი იყო ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, პორტრეტები, ფანქარში, აკვარელში შესრულებული ნახატები.
გამოფენას მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებს წარმატებები უსურვა და ხელოვნების როლსა და დანიშნულებზე ისაუბრა.
,,მიხარია, რომ დღეს წყალტუბოს სამხატვრო სკოლის საგამოფენო სივრცე დატვირთულია ბევრი საინტერესო ნამუშევრით, რომლის ავტორები ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგენლები არიან. მადლობა სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელებს, თითოეულ პედაგოგს იმ შრომისთვის, რომლის შედეგები თვალსაჩინო და მრავლისმთქმელია. მჯერა, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებსაც უყვართ ხელოვნება, მხატვრობა ისევ გააგრძელებენ ამ ურთულესი დარგის შესწავლას და მათი მიღწევებით იამაყებს ჩვენი ქალაქი'', აღნიშნა გრიგოლ იოსელიანმა.
წყალტუბოს სამხატვრო სკოლას, რომელიც დიდი ტრადიციების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებაა, წელს ცხრა კურსდამთავრებული ყავს, რომელთაგან სამი სწავლის გაგრძელებას სამხატვრო აკადემიაში აპირებს.
ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.