შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით, თბილისში 1 პირი - 1999 წელს დაბადებული ნ.ლ. დააკავეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ლ.-მ თბილისში ერთ-ერთ მოქალაქეს ხელჩანთა, ფული და პირადი ნივთები გასტაცა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნაძარცვი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დაზარალებული მოქალაქის კუთვნილი საფულე, ფული და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ძარცვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.