პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. ხმის მიცემის შემდეგ ივანიშვილმა მედიასთან კომეტარი გააკეთა.
„როგორც პირველი ტურის დროს ვთქვი, ველოდებოდით ჩვენ მეორე ტურს, თუმცა იქვე აღვნიშნე, რომ ყველა არჩევნებში „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებდა, რაც ვნახეთ კიდეც და დღეს ბოლო არჩევანსაც ნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
რას შეიძლება გავუსვათ ხაზი დამატებით. მეორე ტური მთაწმინდაზე მხოლოდ დემოკრატიულობის მაჩვენებელია. ეს კარგია. იცით, რომ ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური, ძალიან არ უყვართ როდესაც დიდი უპირატესობით იგებს კანდიდატი. მთაწმინდა ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ კარგი მაჩვენებელია, ამავდროულად ხაზგასასმელია ისიც, რომ, თუ აკვირდებოდით კარგად არჩევნებს, საკმაოდ კულტურულად ჩატარდა არჩევნები და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ტიპიური ევროპული არჩევნები იყო. ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს, ორივე ოპონენტს. ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად. აი, ასე, თანდათანობით, ჩვენ უნდა განვვითარდეთ და გავხდეთ ევროპელები, მათ შორის ეს არჩევნებშიც კარგად უნდა გამოიხატებოდეს“, განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.