„მინდა, დღეს აღვნიშნო დამსახურება ზოგიერთი საერო და სასულიერო პირების, ჩვენი მორწმუნე ხალხისა, ვინც დიდი ღვაღლი გასწია ამ ტაძრის მშენებლობაში, სხვა ტაძრების მშენებლობაში. მე მინდა, მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც ის აკეთებს ჩვენი ქვეყნისათვის“,- განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში ქადაგებისას.
„აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. 1700 წელი ელოდებოდა საქართველო ამ ტაძარს“, თქვა პატრიარქმა, რომელმაც ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა, კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო კი პანაღიით დააჯილდოვა.
„მადლობას შევსწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება ყოფილიყვნენ თავდადებული მღვდელმთავრები. მოსაყდრე კათოლიკოს-პატრიარქისა მეუფე შიო, რომელიც თავდადებით მოღვაწეობს, მადლობას ვწირავ მას მისი დიდი მოღვაწეობისთვის და ნიშნად ჩვენი მადლობისა ვჩუქნი მას ბრწყინვალე პანაღიას.
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, რომელიც მოღვაწეობს აქ, არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ საქმეს აკეთებს თვითნებურად, მაგრამ ეკლესიის საკეთილდღეოდ აკეთებს. ეპისკოპოსი იაკობი აღყვანილია მთავარეპისკოპოსის ხარისხში. აქსიოს. მადლობელი ვართ ჩვენი მორწმუნე ხალხისა, რომ დიდი ღვაწლი გასწია ამ ტაძრის და სხვა ტაძრების მშენებლობაში“, ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.
ილია მეორემ სიგელები გადასცა იმ პირებს, ვინც ტაძრის მშენებლობაში წვლილი შეიტანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.