გიორგი მღებრიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახების წევრებს შეხვდა
07-08-2015, 07:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახების წევრებს შეხვდა და მათ პირადად გაესაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ დაღუპულთა ოჯახები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.


მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს ფულადი დახმარება, აგვისტოს ომში გარდაცვლილი თანამშრომლების შვილებს კი iPad Air-ები გადასცა. დაღუპული პოლიციელის - გია რომელაშვილის შვილი, თამარ რომელაშვილი, დღეს იუბილარია. მინისტრმა მას პირადად მიულოცა დაბადების დღე და საჩუქრები გადასცა.


„მთელი საქართველო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირადად მე, პატივს მივაგებთ იმ გმირი ბიჭების სულებს, რომლებიც შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას. ძალიან ძნელია შეუვსო ის სიცარიელე იმ ოჯახებს, რომლებიც მათ დატოვეს თავისი წასვლის შემდგომ, მაგრამ სახელმწიფო ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეუმსუბუქოს მათ ყოფა და დაეხმაროს ყველა პრობლემის მოგვარებაში. ესეთი ბიჭების, ესეთი გმირების მაგალითებზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.


2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი