„დათვლილია ხმების 75 % და აქედან 62,5 % არის ბატონი ლადო კახაძის, 37,5% ბატონი შალვა შავგულიძის. კიდევ ერთხელ, ბატონ ლადო დამაჯერებელი გამარჯვება მინდა მივულოცო“, განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ,ვინც დღეს მთაწმინდის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, მადლობა ნდობისთვის.
მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი და მინდა ვუპასუხო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი განცხადება შეაფასა უპასუხისმგებლოდ. მათ მინდა მივაწოდო კონკრეტული ინფორმაცია დათვლილ ხმებთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე, რა მონაცემსაც ჩვენი წარმომადგენლები გვაწვდიან უბნებიდან, დათვლილია ხმების 75 % და აქედან 62,5 % არის ბატონი ლადო კახაძის, 37,5% ბატონი შალვა შავგულიძის. კიდევ ერთხელ, ბატონ ლადო დამაჯერებელი გამარჯვება მინდა მივულოცო.
ძალიან დიდია სხვაობა და ჩვენ ვვარაუდობთ რომ ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ეს არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი იმ ადამიანებზე, ვინც ძირითადად ცდილობდა სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა.
ძალიან მიხარია, რომ დღეს ადამიანები ძალიან კარგად აფასებენ და ხედავენ რეალურ სიტუაციას.
კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი იმედები გავამართლოთ და ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას , რომელიც დღეს აწუხებს მთაწმინდას, აწუხებს თბილისს და აწუხებს საქართველოს“, განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.