„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე „FACEBOOK-მხილების კამპანიას“ იწყებს. შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას აზიარებს, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ თემურ ჭყონია „კოკა-კოლას“ ქარხნის თბილისიდან მუხრანში გატანას და წერეთლის გამზირზე, ქარხნის ტერიტორიაზე „ევროპული უბნის“ გაშენებას აპირებს.
„ვიწყებთ ოლიგარქთა FACEBOOK-მხილების კამპანიას. აი ვინ არიან ყველა ხელისუფლებათა ვაი-გამარჯვებების სულისჩამდგმელნი და ქვეყნის დამარცხებათა ორგანიზატორნი. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს,რომ იგივე ეს ყაჩაღი ერის ერთ-ერთი მთავარი, უბოროტესი მტერი და მისი გამანადგურებელია. ჯერ კიდევ 90-იან წლებში სახელმწიფოს მიერ თურქეთიდან აღებული ასეულობით მილიონი კრედიტი არ დაფარა და ჩვენ გადაგვახდევინა, სანაცვლოდ გახსნა კოკა-კოლა, გაანადგურა ეროვნული, უნიკალური ხილის წვენების, ლიმონათის მრეწველობა ლაღიძის წყლების ჩათვლით, მილიონებით აფინანსა მხედრიონი, გვარდია, შემდგომ საარჩევნოდ შევარდნაძე-მოქკავშირი, სააკაშვილი-ნაცები, ივანიშვილი-ოცნება. სანაცვლოდ ასეულობით დამატებითი მილიონი დაუმალა ბიუჯეტს და წაიღო ოფშორში. ყველა უბედურების, რაც დაგვატყდა თავს პოლიტიკაში ფინანსური არქიტექტორი ეს ნაძირალაა. ხოლო იმ ევროპულ უბანში, რომელსაც გააშენებს, ჩამოიყვანენ ირანელებსა და არაბებს, თუმცა ბედის დაცინვით თვითონაც ათ ლარადა აქვს გვარი ნაყიდი, თუმცა ეს მისი საქმეა, ხალხის ქონებას დაანებოს თავი და უნდა სტიუარტად ჩაეწეროს“, წერს შალვა ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.