ახალქალაქის მერის, იური უნანიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გათავლისწინებული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.
როგორ მერმა GUARDIAN.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, მიმდინარე წელს, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება და დაახლოებით, 90 პროექტი განხორციელდება.
იური უნანიანი ვარაუდობს, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები სექტემბრამდე დასრულდება.
„მუშაობა მიმდინარეობს - სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. ამჟამად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, 10 პროექტი უკვე დასრულებულია.
პროექტები ძირითადად სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას, მინი სტადიონების აღდგენას, ან ახლის აშენებას, კულტურის სახლებში სარემონოტო სამუშაოების ჩატარებას და ა.შ. ითვალისწინებს. ბევრი პატარა პროექტი გვაქვს გასაკეთებელი, მათზე მუშაობას კი, ალბათ, სექტმბრამდე დავასრულებთ", უთხრა GUARDIAN.GE-ს ახალაქალაქის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.