ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ორგანიზაცია „სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრის“ პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლა.
მათ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა და არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო პროცესში მოქალაქეების ჩართულობაზე ესაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენელმა ერეკლე კევლიშვილმა სემინარი სახელწოდებით - „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ჩაატარა; ასევე მოეწყო იმიტირებული კენჭისყრა. სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა მათ დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ხმის მიცემის პროცედურებისა და ამომრჩევლის უფლებების შესახებ.
ვიზიტის დასასრულს ახალგაზრდებმა ცესკოში არსებული ისტორიული ფოტო-გამოფენა და ბიბლიოთეკა დაათვალიერეს; მათ ინფორმაცია მიიღეს ისტორიული დოკუმენტებისა და არსებული მასალების შესახებ.
ღია კარის დღე პროექტის - „ინფორმირებული ახალგაზრდობა ინკლუზიური არჩევნებისთვის ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი“ საარჩევნო სიტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.