მეკობრე, რომელიც არის გვარად ივანიშვილი, არასოდეს ნებით არ წავა, თუ პანჩურით არ გააგდე, აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში გუშინ, 9 ივნისს გამართული მეორე ტურის შეფასებისას.
შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულმა საზოგადოებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე „არ უნდა მიიყვანოს". მისი აზრით, იმისთვის, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარემ ძალაუფლება დაკარგოს, ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში.
„გუშინდელმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ივანიშვილი არ დათმობს ძალაუფლებას, თუ ხალხი მასობრივად არ გამოვიდა ქუჩაში....
2020-ში ის დახარჯავს იმაზე 10-ჯერ მეტს, ვიდრე დაუხარჯავს პოლიტიკური მოღვაწობის პროცესში, რადგან მაშინ წყდება არამარტო პოლიტიკის და ხელსუფლების, არამედ მისი ქონების და პირადად მისი ბედი. ამიტომ, ჩვენ ის არ უნდა მივიყვანოთ არჩევნებამდე", უთხრა „რუსთავი 2"-ს შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.