ჩუღურეთის რაიონში დასუფთავების აქცია გაიმართა
10-06-2019, 17:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ხუდადოვის ტყეში დასუფთავების აქცია გაიმართა.

 

 

აქციის მონაწილეებმა ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს, წლების განმავლობაში დაგროვილი სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენის გატანა კი სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. ტყის მასივში ჩუღურეთის გამგეობის მიერ ასევე, სანიტარული ჭრა განხორციელდა.

 

 

ღონისძიებაში ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები და გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

 

 

„სტუდენტებთან ერთად, დედაქალაქისთვის ერთ-ერთი უდიდესი მნიშვნელობის ტყე-პარკი დავასუფთავეთ. გვინდა, რომ მსგავსმა აქციებმა პერმანენტული სახე მიიღოს, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს და გარემოს დაცვაზე ერთად ვიზრუნოთ“, განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

 

 

აქციაში მონაწილეობა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმაც მიიღეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი