ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს
10-06-2019, 18:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი თანამოაზრეებთან ერთად ახალ პოლიტიკურ მოძრაობას - ,,გამარჯვებულ საქართველოს" აფუძნებს.

 

 

როგორც ოქრუაშვილი ამბობს, ეს იქნება ,,გაბრაზებული ხალხის დიდი მოძრაობა".

 


„ჩვენ ვართ საორგანიზაცო ჯგუფი, რომელსაც აქვს სურვილი შექმნას გაბრაზებული ხალხის დიდი მოძრაობა, გაბრაზებულის იმ ვაკხანალიაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება. შევეცდები ვითამაშო გარკვეული როლი, გამომდინარე იქიდან, რა გამოცდილებაც შევიძინე პოლიტიკურ პროცესში ჩემი ყოფნის შედეგად.

 

 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე ვარ ერთი რიგითი ადამიანი და ჩემი თავი ვაიძულე, დაახლოებით ასე ხელის ქეჩოში მოკიდებით და ამოყვანით ამ პროცესში შესვლისთვის, რადგან სურვილი აღარ მქონდა პოლიტიკაში დაბრუნების. მე, ისევე როგორც დაახლოებით, მილიონამდე ადამიანი, რომლებმაც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ბოლო არჩევნებში ხმა მისცა, იძულებული ვარ ეს ნაბიჯი გადავდგა იმისთვის, რომ ქვეყანაში უკეთესობისკენ წავიდეს ყველაფერი.

 

 

დაგვიჯერებენ თუ არა, ყველას ერთად და არა მარტო მე - ეს უკვე ხალხის ნება-სურვილზეა. სიტყვა მესამე ძალა, გვაქვს თუ არა ჩვენ ამის ამბიცია, ბევრი კითხულობს ამას, ხალხი გადაწყვეტს. ძალიან ბევრი არანაკლები სიმძიმის კატაკლიზმები გადაუტანია ამ ქვეყანას და ივანიშვილი არ არის გამონაკლისი. იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო, ნათქვამია", უთხრა ,,რუსთავი 2"-ს ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი